
პრეზიდენტის პრეს-სამსახური - "ნათია აბრამია კონსულტაციას უწევს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოწვეული სპეციალისტის რანგში"
27/08/2019 12:49:50 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებით, ნათია აბრამია კონსულტაციას უწევს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოწვეული სპეციალისტის რანგში.
„ნათია აბრამია არის მართვის ეფექტურობის სპეციალისტი. ამჟამად, ნათია აბრამია კონსულტაციას უწევს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოწვეული სპეციალისტის რანგში“, – აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ჟურნალისტი ნათია აბრამია ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის მეუღლეა, რომელიც გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად წარადგინეს.