ბაიდენი პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

26-01-2022 00:32:01 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტისთვის სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს.

ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვარზე გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი "მთელი მსოფლიოსთვის დიდ შედეგს გამოიწვევს" და შესაძლოა, "მეორე მსოფლიო ომის პერიოდის დიდ შეჭრებს" გაუტოლდეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, შეუძლია თუ არა, წარმოიდგინოს უშუალოდ პუტინის მიმართ სანქციები.

25 იანვარს უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი ჩავიდა. დახმარების პაკეტი იარაღს და საბრძოლო მასალას მოიცავს.

აშშ-მ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ბოლო 2 წელიწადში აშშ-მ უკრაინას 650$-ის ღირებულების უსაფრთხოების მხარდაჭერა გაუწია, 2014 წლიდან კი ამ დახმარების 2,7 მილიარდს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედროები ჰყავს მობილიზებული. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ბაიდენმა 24 იანვარს, გვიან, თავის ევროპელ მოკაშირეებთან 80 - წუთიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ არის „სრული თანხმობა“ რუსეთის მიმართ დამოკიდებულების საკითხში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები