
უკრაინამ ამერიკული სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი მიიღო, მათ შორის "ჯაველინები"
26/01/2022 06:13:48 ევროპა
უკრაინამ აშშ-ის სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი მიიღო, მათ შორის 300 ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „ჯაველინი“. 79 ტონა ტვირთი კიევის ბორისპოლის აეროპორტში 25 იანვარს, ღამით ჩაიტანეს.
აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და მისთვის საჭირო დახმარების გაწევას.
საერთო ჯამში, 200 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტით, უკრაინამ 22 და 23 იანვარს მიიღო 170 ტონაზე მეტი სამხედრო დანიშნულების ტვირთი. აშშ უკრაინას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში ეხმარება რუსეთის მხრიდან შესაძლო, სამხედრო ინტერვენციის ფონზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედროები ჰყავს მობილიზებული. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
ბაიდენმა 24 იანვარს, გვიან, თავის ევროპელ მოკაშირეებთან 80 - წუთიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ არის „სრული თანხმობა“ რუსეთის მიმართ დამოკიდებულების საკითხში.