Accentnews.ge
"ევროპის უსაფრთხოება საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებაზე გადის" – ქართველი დეპუტატები ბრიუსელში გაემგზავრნენ

"ევროპის უსაფრთხოება საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებაზე გადის" – ქართველი დეპუტატები ბრიუსელში გაემგზავრნენ

26/01/2022 07:03:59 ევროპა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში შეხვედრებს გამართავს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საპარლამენტო დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დროში ეს ვიზიტი დაემთხვა საკმაოდ გართულებულ ვითარებას რეგიონში და ასევე მოლაპარაკებებს ნატო-სა და რუსეთს შორის.

მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოება საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებაზე გადის და დაყოვნება და დათმობები მიუღებელია“.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მივიღოთ პირველწყაროსგან ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები, რამდენად მტკიცე არის ნატო საქართველოს მხარდაჭერაში. ჩვენ გვსურს, ვისაუბროთ სამომავლო პერსპექტივებზე, შესაძლო განვითარების სცენარებზე და ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელიც როგორც ჩვენ, ასევე ნატო-მ უნდა გადადგას იმისათვის, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში დაჩქარდეს. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ დღეს უკვე ყველა ხვდება, რომ ევროპის უსაფრთხოება საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებაზე გადის და ამიტომ აქ დაყოვნება და დათმობები არის მიუღებელი“,-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია შედიან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი, რომელსაც უკრაინის საზღვართან დიდძალი სამხედრო ძალა ჰყავს მობილიზებული, ნატოსგან გარანტიებს ითხოვს, მათ შორის აღმოსავლეთით არგაფართოებისა თაობაზე. კრემლის ულტიმატუმებს შორისაა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და ნატო გახდებიან ნატოს წევრები.

ევროპაში სულ უფრო ხშირად ისმის შეშფოთება იმის თაობაზე, რომ კრემლი უკრაინასზე სამხედრო თავდასხმას გეგმავს და მას "მძიმე შედეგებით" ემუქრებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S