Accentnews.ge
ბიბილოვი უკრაინის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე ფსიქიატრებს ესაუბრა

ბიბილოვი უკრაინის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე ფსიქიატრებს ესაუბრა

26/01/2022 07:47:32 კონფლიქტები

ცხინვალის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი უკრაინის სეპარატისტული რეგიონიდან – ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან ცხინვალში ჩასულ ექიმებს უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა.

როგორც ადგილობრივი სააგენტო „რესი“ წერს, ცხინვალში „სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები – ქალაქ მაკეევკის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექიმი ელენა ბაბურა და მისი მოადგილე“.

როგორც შეხვედრაზე ბიბილოვმა აღნიშნა, უკრაინის გარშემო შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია მიმართულია რუსეთის დასუსტებისკენ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ცხინვალმა და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ“ ერთმანეთს მხარი დაუჭირონ ყველაფერში.

„ერთად მივაღწევთ საკუთარი მოქალაქეების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და სულიერ სიმშვიდეს“,– თავის მხრივ, განაცხადა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენელმა ელენა ბაბურამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S