
რუსეთმა ბელარუსში დამატებითი სამხედრო ძალა და ტექნიკა გადაიტანა
26/01/2022 12:23:14 ევროპა
რუსეთმა, რომელმაც უკრაინის საზღვრებთან დიდძალ სამხედრო ძალას მოუყარა თავი და წვრთნებსაც მართავს, ბელარუსში დამატებითი სამხედრო ძალა და ტექნიკა გადაიტანა მომავალი თვეში დაგეგმილი წვრთნებისთვის,– იუწყება Reuters.
ინტერფაქსის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სამხედრო პარაშუტისტების ჯგუფი ბელარუსში ოთხშაბათს გაიგზავნა, ერთი დღის შემდეგ, რაც საარტილერიო და საზღვაო ძალები ჩავიდნენ ბელარუსში შემდეგ თვეში დაგეგმილი საერთო წვრთნებისთვის.
ინტერფაქსი იუწყება, რომ რუსეთმა ბელარუსში სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში შესული გამანადგურებელი სუ-35-იც გაგზავნა. გარდა ამისა, რუსული საარტილერიო ძალები სამხრეთით, უკრაინის მოსაზღვრე როსტოვის რეგიონში სავარჯიშო გასროლისთვის ემზადებიან, რაც თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხრეთის სამხედრო დანაყოფის ბრძოლისთვის მზადყოფნის შემოწმების ნაწილია.
ამასთან, ბარენცის ზღვაში საბრძოლო გემები შევიდნენ, არქტიკასა და ჩრდილო ფლოტში გემების ხაზის დასაცავი წვრთნებისთვის. მოსკოვმა საზღვაო წვრთნები გასულ კვირას დააანონსა.
დაძაბულობის ფნზე ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში, პარიზში შეხვედრაა დაგეგმილი. კრემლის წარმომადგენლის თქმით პარიზში მოლაპარაკებები გრინვიჩის დროით 11 საათზე დაიწყება.
მოსკოვი კვლავ ირწმუნება, რომ არ გეგმავს უკრაინაში შეჭრას და დაძაბულობის ზრდაში კიევსა და მის მოკავშირეებს ადანაშაულებს, დასავლეთი კი აგრესიის შემთხვევაში რუსეთს მძიმე ეკონომიკური სანქციებით ემუქრება.