არაბიძე, ანდღულაძე და კიდევ 20-მდე “კომედი ჯგუფის” წევრი “რუსთავი 2"-ში რჩება

27-08-2019 18:32:04 საზოგადოება ,სხვა

“კომედი ჯგუფის” ნაწილი ტელეკომპანია “რუსთავი 2"-ში რჩება. ამის შესახებ განცხადებას “კომედი შოუს” ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს. 

“რუსთავი 2"-ზე 16 წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, “კომედი ჯგუფის” ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, გადასულიყო “მთავარ არხზე”. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებს. გუნდის ძირითადი შემადგენლობა კი ისევ "რუსთავი 2"-ის ეთერში ვიტყვით ჩვენს სათქმელს, მაყურებლის საყვარელი გადაცემებით და სხვა მრავალი სიახლით. ასევე, სრული დატვირთვით დაგიბრუნდებათ (ძველ სიხშირეზე) თქვენი უსაყვარლესი “კომედი არხი”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: "კომედი შოუს" მსახიობებმა ვასო ფხაკაძემ და თამუნა ლეკვეიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" დატოვეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეარხი იუმორისტული გადაცემა "ვანოს შოუს" ავტორმა და წამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა  დატოვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები