Accentnews.ge
ეკატერინბურგში კავკასიელი კრიმინალური ავტორიტეტების შეხვედრა სროლებით დასრულდა

ეკატერინბურგში კავკასიელი კრიმინალური ავტორიტეტების შეხვედრა სროლებით დასრულდა

26/01/2022 20:22:47 კავკასია

ეკატერინბურგში ჩეჩენი და დაღესტნელი კრიმინალური ავტორიტეტების შეხვედრა სროლებით დასრულდა. ინციდენტის ერთი მონაწილე დაჭრილია.

თვითმხილველის მტკიცებით, არეულობის მიზეზი ფასიანი საპარკინგე ადგილების გამო დაწყებული დიდი ხნის კონფლიქტი გახდა.

„ჯერ–ჯერობით, ვერც ერთმა მხარემ ვერ მოახერხა ვითარების თავის სასარგებლოდ გარდატეხა. პოლიციისთვის არც ერთ მათგანს არ მიუმართავს – ეს არ არის წესი“ – ციტირებს ინციდენტის ერთ–ერთ მონაწილეს ადგილობრივი პორტალი.

მეორე თვითმხილველის ყვება, რომ „ავტორიტეტების“ შეხვედრა ღამის საათებში მოხდა:

„მონაწილეთა შორის იყოს დაღესტნელი ავტორიტეტი მარსელ გასანოვი, რომელთანაც ბევრი პრეტენზია ჰქონდათ და დაუწყეს ცემა, მან თავი დააღწია, შეხტა მანქანაში, მიატოვა საკუთარი ხალხი. შემდეგ ავტომანქანიდან ცეცხლი გაიხსნა, მაგრამ კაცი გაიქცა და დახმარება გამოიძახა. ვიდრე მათ მაგისტრალზე მისდევდნენ, გასანოვის ხალხმა მადევრის მანქანა ხრილში გადააგდეს, შემდეგ კი თავადაც ისროდნენ პისტოლეტებიდან და ავტომატებიდან“.

შსს–ში თავად ინციდენტი დაადასტურეს, თუმცა ირწმუნებიან, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით სროლა არ ყოფილა და გამოყენებულ იქნა მხოლოდ პნევმატური იარაღი.

შსს–ში ასევე აცხადებენ, რომ კონფლიქტის მიზეზი სატყეო ბიზნესი გახდა.

ცნობისთვის: გასანოვი გასული წლის ზაფხულში შემდგარი კრიმინალური შეკრების ერთ–ერთ ორგანიზატორად დასახელდა. ხსენებულ ღონისძიებაზე 30 ადამიანი დააკავეს, თუმცა თავად მან ადგილზე პოლიციის მისვლამდე დატოვა ტერიტორია საკუთარ ხალხთან ერთად. ამასთან, გასანოვს აკავშირებენ ჩეჩენ „კანონიერ ქურდ“ ახმეტ შალინსკოვასთან. რეგიონული მედია წერს, რომ გასანოვის „ცემა ჯერ კიდევ ზაფხულში სურდათ, თუმცა მაშინ პოლიცია ჩაერია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S