Accentnews.ge
უმსხვილესი გერმანული ენერგოკონცერნის ხელმძღვანელი: "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის საჭიროება შესაძლოა, არც არსებობდა"

უმსხვილესი გერმანული ენერგოკონცერნის ხელმძღვანელი: "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის საჭიროება შესაძლოა, არც არსებობდა"

26/01/2022 21:20:58 ევროპა

ამერიკული სანქციების მიუხედავად აშენებული 10 მლრდ ევროს ღირებულების გაზსადენის - "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის საჭიროება შესაძლოა, არც არსებობდა, - განაცხადა უმსხვილესი გერმანული ენერგოკონცერნის - RWE-ს ხელმძღვანელმა მარკუს კრებერმა.

მისივე განმარტებით, "მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ეროვნული ენერგოსისტემისთვის რუსულ გაზს კიდევ დიდხანს ექნება მნიშვნელობა, "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის აუცილებლობა არცთუ აშკარაა იმის გათვალისწინებით, რამდენიმე მილსადენი არსებობდა უკვე".

კერძოდ, კრებერმა გაიხსენა "გაზპრომის" განკარგულებაში არსებული უკრაინული გაზსატრანსპორტო სისტემა, რომელსაც წელიწადში 140 მლრდ კუბური მეტრი აირის გადაქაჩვა შეუძლია, "იამალ-ევროპის" მილი 33 მლრდ კუბური მეტრი სიმძლავრით, ასევე «ჩრდილოეთ ნაკადი-1», რომლითაც წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი აირის მიწოდებაა შესაძლებელი და "თურქული ნაკადი" სიმძლავრით წელიწადში 32 მლრდ კუბური მეტრი, რომელთაგანაც 16 მლრდ შეიძლება, სამხრეთ ევროპის ქვეყნებს მეორე - საექსპორტო მილით მიეწოდოს.

ამასთან, როგორც კრებერმა აღნიშნა, ევროკავშირში "გაზპრომის" ექსპორტმა გასულ წელს მხოლოდ 146 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, რაც 6-წლიან მინიმუმს წარმოადგენს და მილსადენების უკვე არსებულ სიმძლავრეებზე (წელიწადში 244 მლრდ კუბური მეტრი) 40%-ით ნაკლებია.

თუმცა, მისივე თქმით, "ჩრდილოეთ ნაკადი-2" გაზის ტრანსპორტირების გზას თითქმის ორჯერ ამცირებს და სარფიანობას ზრდის.

«ერთი რამ ცხადია: "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის შეფასებისას ჩვენ - გერმანიამ უნდა გავაცნობიეროთ მნიშვნელობა, რომელიც გააჩნია და კიდევ დიდხანს ექნება ბუნებრივ აირს ჩვენი ენერგოსისტემისთვის. რუსული გაზის მოწოდების სრულ შეწყვეტას ჩვენი ქვეყანა ძალიან ცოტახანს - სულ რამდენიმე კვირა გაუძლებს. თუმცა მოსკოვის დამოკიდებულებაც არანაკლებია: ჩვენ გვჭირდება რუსული ბუნებრივი აირი, რუსეთს კი - ვალუტა», - განმარტა კრებერმა და იქვე დასძინა, რომ უკრაინის ირგვლივ კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში გაზი უცილობლად გაძვირდება.

ამასთან დაკავშირებით იგი გერმანიის ხელისუფლებას ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, რაც შესაძლოა, ნავთობის მსგავსად, ეროვნული მარაგის შექმნაში გამოიხატოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S