
სუს-ი: "მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ქმედებები შეინიშნება"
27/01/2022 07:32:45 კონფლიქტები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ სოფლის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეინიშნება გარკვეული უკანონო დესტრუქციული ქმედებები.
მათივე ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ასევე განხილული იქნება ყველა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაზე.
ცოტა ხნის წინ, ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ახალი მანიშნებლებია გაკეთებული საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მეჯვრისხევში, რის მიხედვითაც, რამდენიმე სახლი შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცეს.