Accentnews.ge
დნეპრში ახალგაზრდა ჯარისკაცმა კოლეგებს ცეცხლი გაუხსნა: დაღუპულია ხუთი ადამიანი, არიან დაჭრილებიც

დნეპრში ახალგაზრდა ჯარისკაცმა კოლეგებს ცეცხლი გაუხსნა: დაღუპულია ხუთი ადამიანი, არიან დაჭრილებიც

27/01/2022 09:42:37 ევროპა

უკრაინაში, დნეპრში, მანქანათმშენებლობის ქარხანაში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხუთი ადამიანი მოკლა, მათ შორის ადგილზე დასაქმებული ქალი, კიდევ ხუთი დაჭრა, შემდეგ კი მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა– იუწყება ადგილობრივი მედია.

კრიმინალური აქტი 27 იანვარს, გამთენიისას მოხდა.

მოგვიანებით, დაკავებისას მკვლელობაში ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მას თან ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა ჯარისკაცი დონეცკის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

პოლიციის ინფორმაციით, 21 წლის ჯარისკაცი, რომელიც წარმოშობით ოდესიდანაა, ეროვნულ გვარდიაში გასული წლის შემოდგომაზე ჩაირიცხა და სამხრეთ მანქანათმშენებლობის ქარხანაში გამწესდა გუშაგად.

მათი თქმით, გუშაგად გამწესებამდე ჯარისკაცმა ფსიქოლოგიური შემოწმება გაიარა და რაიმე სახის ფსიქიკური დარღვევა არ დაფიქსირებულა.

შინაგან საქმეთა მინისტრის დენის მონასტირსკის განცხადებით, ჯარისკაცს კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრება, ხოლო ინციდენტის გამომწვევ გარემოებებს სპეციალური კომისია გამოიძიებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S