Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "ნატო-ს შეუძლია, შავი ზღვის რეგიონში რამდენიმე დღეში 5-ათასიანი კონტინგენტი განალაგოს"

სტოლტენბერგი: "ნატო-ს შეუძლია, შავი ზღვის რეგიონში რამდენიმე დღეში 5-ათასიანი კონტინგენტი განალაგოს"

27/01/2022 11:01:28 პოლიტიკა

ნატო-ს უკრაინის ირგვლივ დეესკალაციის იმედი აქვს, მაგრამ პარალელურად საკუთარი ძალების მზადყოფნას ამაღლებს და შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე დღეში შავი ზღვის რეგიონში არსებულ ალიანსის ქვეყნებში ნატო-ს რეაგირების ძალების მოწინავე 5000-იანი რაზმი განალაგოს საფრანგეთის თაოსნობით.

ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის ულტიმატუმზე ნატო-ს პასუხის წარდგენისას განაცხადა.

"კვლავინდებურად ვადევნებთ თვალს ძალთა კონცენტრაციას უკრაინის ირგვლივ, სადაც უკვე 100 000-ზე მეტი მებრძოლი იმყოფება და მათ დამატებითი ძალებიც უახლოვდებიან, სამხედროების ბელარუსში განთავსების ჩათვლით. ალიანსი თვალს ადევნებს ასევე თანამედროვე შეიარაღების დიდ რაოდენობას, მათ შორის - უახლეს თვითმფრინავებსა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის С-400 კომპლექსებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს ვითარების დაუყოვნებლივი დეესკალაციისაკენ. მტკიცედ გვწამს, რომ უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის და არა მუქარისა და ძალის გამოყენების გზით უნდა გადაიჭრას" - დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S