Accentnews.ge
გერმანია ადასტურებს, რომ სანქციების პაკეტში შესაძლოა, პუტინის საამაყო პროექტიც მოხვდეს

გერმანია ადასტურებს, რომ სანქციების პაკეტში შესაძლოა, პუტინის საამაყო პროექტიც მოხვდეს

27/01/2022 12:37:29 ევროპა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის განცხადებით, ევროკავშირის სანქციების პაკეტი, რომელსაც მოსკოვს დაუწესებენ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, შეიძლება, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-საც მოიცავდეს. ამის შესახებ მინისტრმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

აღსანიშნავია, რომ უშუალოდ მინისტრს ვლადიმირ პუტინის საამაყო პროექტის შესახებ შეკითხვა არაერთხელ დაუსვეს, მათ შორის მოსკოვში ვიზიტისას. მაშინ მინისტრმა განაცხადა, რომ თუკი ენერგეტიკა „იარაღად“ იქნება გამოყენებული, ეს შეიძლება პროექტის ბედზე აისახოს. მან დაახლოებით იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა უკრაინაშიც.

ამასთან, როგორც ახლახანს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა ახლახან განაცხადა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ამ გაზსადენში ბუნებრივი აირი არ გაივლის.

აშშ ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ექსპლუატაციაში გაშვებას, მაგრამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა სანქციები ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების გართულების თავიდან აცილების მიზნით.

ცნობისთვის: გაზსადენის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მაგრამ ის არ არის სერტიფიცირებული.

ამუშავების შემთხვევაში გაზსადენი ბალტიის ზღვის გავლით მიაწვდის ბუნებრივ აირს ევროკავშირის ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას უკრაინისთვის გვერდის ავლით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S