28-08-2019 10:14:25 საზოგადოება ,სხვა
“კომედი შოუს“ მსახიობმა თათია სულუაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" დატოვა.
“12–წლიანი მუშაობის შემდეგ ვტოვებ "რუსთავი 2"–ს. შევხვდებით ერთმანეთს სულ მალე სიახლეებით “მთავარ არხზე“. მადლობა ჩვენს მაყურებელს და წარმატებები ყველას“, - წერს თათია სულუაშილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: "კომედი შოუს" მსახიობებმა ვასო ფხაკაძემ და თამუნა ლეკვეიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" დატოვეს., თუმცა “კომედი ჯგუფის” ნაწილი ტელეკომპანია “რუსთავი 2"-ში რჩება. შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს ტელეარხი იუმორისტული გადაცემა "ვანოს შოუს" ავტორმა და წამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა დატოვა.