
ორბანი: "მსურს, გავზარდო გაზის ის რაოდენობა, რომელიც უნგრეთს მოეწოდება რუსეთისგან“
28/01/2022 15:03:16 ევროპა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, ბუდაპეშტი ეცდება, მომავალ კვირას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებისას, მიაღწიოს გაზის იმპორტის ზრდას რუსეთიდან.
უნგრეთმა, ევროპის კავშირისა და ნატოს წევრმა, სექტემბერში ხელი მოაწერა "გაზპრომთან" ბუნებრივი გაზის მიწოდების ახალ, 15-წლიან ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის სახელმწიფო კომპანია პირობას დებდა უნგრეთისთვის ყოველწლიურად 4,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდების შესახებ, უკრაინისთვის გვერდის ავლით.
"მსურს, გავზარდო გაზის ის რაოდენობა, რომელიც უნგრეთს მოეწოდება რუსეთსა და უნგრეთს შორის გაზის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით", - განუცხადა 28 იანვარს საზოგადოებრივ ორბანმა.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გააკრიტიკეს გაზის ხელშეკრულება ბუდაპეშტსა და რუსეთს შორის. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში ამ ნაბიჯს "წმინდა პოლიტიკური, ეკონომიკურად არაგონივრული გადაწყვეტილება" უწოდა, "რომელიც მიღებულია კრემლის სასარგებლოდ და უკრაინის ეროვნული ინტერესებისა და უკრაინა-უნგრეთის კავშირების საზიანოდ".