Accentnews.ge
დმიტრო კულება: "მაშინ, როცა პუტინს არ შეუყვანია დამატებითი ჯარისკაცები უკრაინაში, ჩვენ უკვე ვიღებთ ზარალს და დავსუსტდით საზოგადოებაში პანიკის გამო"

დმიტრო კულება: "მაშინ, როცა პუტინს არ შეუყვანია დამატებითი ჯარისკაცები უკრაინაში, ჩვენ უკვე ვიღებთ ზარალს და დავსუსტდით საზოგადოებაში პანიკის გამო"

30/01/2022 18:39:30 ევროპა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ვაის ნიუსთან“ უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის თანმდევ ნეგატიურ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ზიანი უკვე მიიღო:

„აშშ-ის მსგავსად ვაფასებთ საფრთხეს, მაგრამ მაშინ, როდესაც პრეზიდენტ პუტინს არ შეუყვანია დამატებითი ჯარისკაცები ან ტანკები უკრაინაში, ჩვენ უკვე ვიღებთ ეკონომიკურ ზარალს და დავსუსტდით საზოგადოებაში გავრცელებული პანიკის გამო. შესაბამისად, მოსახლეობამ და ბაზარმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინა და მისი პარტნიორები ერთიანი არიან უარესი სცენარის თავიდან არიდებაში, რადგან ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ. თუნდაც წითელი ხაზის გადაკვეთის გარეშეც კი, ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება პრეზიდენტ პუტინს, მიიღოს ის, რაც თავად სურს. პუტინს ვეტყოდი, მიხედეთ თქვენს საქმეს, იზრუნეთ საკუთარ მოსახლეობაზე.

ომების საწარმოებლად მილიარდების ხარჯვაზე, კიბერთავდასხმებზე, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნისთვის საფრთხის შექმნაზე კონცენტრირების ნაცვლად, თუ ის კონცენტრირდება რუსეთის კეთილდღეობაზე და მომავალზე, რუსეთი იქნებოდა განსხვავებული ქვეყანა, ბევრად უკეთესი ადგილი საცხოვრებლად და ჩვენც ნაკლები თავის ტკივილი გვექნებოდა“, – განაცხადა კულებამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S