
თბილისში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, დაშავდა ექვსი პირი
31/01/2022 06:05:57 სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, კოსტავას გამზირზე. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარის შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.