რამდენი უპილოტო საფრენი აპარატია რეგისტრირებული საქართველოში

31-01-2022 11:48:17 ეს საინტერესოა

2021 წლის 1 იანვრიდან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ- გვერდზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების რეგისტრაციის ონლაინ პლატფორმა ამოქმედდა.

სააგენტოს მიერ ,,ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ჯამში 378 მსგავსი საფრენი აპარატია რეიგისტრირებული:

„2021 წელს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების რეგისტრაციის ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირდა უპილოტო საჰაერო ხომალდების 378 ოპერატორი, აქედან 366 ფიზიკური პირი, ხოლო 12 იურიდიული პირი”.

ინფორმაციისთვის: 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა უპილოტო საფრენი აპარატების ექსპლუატაციის წესი, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა 250 გრამზე მეტი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის (როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების) ელექტრონული რეგისტრაცია.

როგორც დაანონსდა, მომავალში ხელმისაწვდომი გახდება ონლაინ რუქა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ფრენისთვის აკრძალულ და შეზღუდულ არეებთან დაკავშირებთ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები