რობოტი სასტუმროდან „გაექცათ“

31-01-2022 11:58:16 ეს საინტერესოა

რობოტი მტვერსასრუტი კემბრიჯის ერთ-ერთ სასტუმროდან „გაიქცა“: ავტომატურმა მტვერსასრუტმა კართან შეჩერება ვერ მოახერხა და მოძრაობა გააგრძელა,– იუწყება BBC.

როგორც სასტუმროში აღნიშნეს, მტვერსასრუტმა სასტუმროს დატოვების შემდეგ მოძრაობა განაგრძო და "ნებისმიერ ადგილას შეიძლება წასულიყო". მათ მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს და აღმოჩენის შემთხვევაში მისი დაბრუნება ითხოვეს:

"წესით, რობოტი მტვერსასრუტები სასტუმროს კარს აღიქვამენ, ჩერდებიან და უკან ბრუნდებიან. თუმცა ერთ-ერთმა რობოტმა გაქცევა ამჯობინა".

რამდენიმე დღის შემდეგ სასტუმროს დამლაგებელმა ბუჩქებში "დამალული" მტვერსასრუტი იპოვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები