Accentnews.ge
საქართველო ამერიკული "ჯაველინების" ახალ პარტიას შეიძენს

საქართველო ამერიკული "ჯაველინების" ახალ პარტიას შეიძენს

31/01/2022 09:05:41 თავდაცვა

საქართველო ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემის – „ჯაველინ“-ის ახალ პარტიას გამარტივებული წესით შეიძენს. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 31 იანვარს გამართულ სხდომაზე მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ საერთო ჯამში, 26 246 866 აშშ დოლარის ღირებულების სისტემა შეძენილი იქნება აშშ-ის მიერ გამოყოფილი და ასევე, შეერთებული შტატების და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხებით.

აშშ-მა საქართველოსთვის დამატებით 30 მილიონი დოლარის „ჯაველინების“ მიყიდვის გადაწყვეტილება 2021 წელს მიიღო.

საქართველომ ამ ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შეძენა 2018 წლიდან დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S