Accentnews.ge
ზურაბიშვილი საპარლამენტო საქმიანობაში „ნაციონალური მოძრაობის" ჩართვას მიესალმება

ზურაბიშვილი საპარლამენტო საქმიანობაში „ნაციონალური მოძრაობის" ჩართვას მიესალმება

31/01/2022 17:32:41 პოლიტიკა

პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" მიერ ბოიკოტის შეწყვეტას და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას.

„დემოკრატიული პროცესისათვის აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი სცეს საკუთარი ამომრჩევლის ნებას და გამოიყენოს ის ნდობა და მანდატი, რომელიც მინიჭებული აქვს არჩევნების საფუძველზე.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს პოლარიზაციის დაძლევას, ასევე მოითხოვს, რომ პარლამენტში სრულად იყოს ათვისებული პოლიტიკური დებატების, დიალოგისა და დისკუსიის სივრცე. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა!" - ვკითხულობთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს წყვეტს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S