Accentnews.ge
მედია: უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი ალიანსს ქმნიან

მედია: უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი ალიანსს ქმნიან

31/01/2022 17:39:38 ევროპა

დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და უკრაინა თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნას გეგმავენ,– იუწყება უკრაინული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

ამავე წყაროს ცნობით, ხსენებული ფორმატის თაობაზე დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები კიევში ვიზიტისას განაცხადებენ.

ბორის ჯონსონი და მატეუშ მორავიეცკი კიევს მიმდინარე კვირაში ეწვევიან.

ფორმატის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია უცნობია, თუმცა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე პირველად გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 21 იანვარს ისაუბრა:

„ვაძლიერებთ ჩვენს ორმხრივ პარტნიორობას, 2021 წლის დეკემბერში ლონდონში გამართული მაღალი დონის მოლაპარაკებების შემდეგ და ვავითარებთ ახალ სამმხრივ კავშირებს პოლონეთთან და უკრაინასთან“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S