Accentnews.ge
უკრაინა შეიარაღებულ ძალებს აძლიერებს

უკრაინა შეიარაღებულ ძალებს აძლიერებს

01/02/2022 08:59:38 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესახებ დადგენილებას ხელი მოაწერა.

დოკუმენტი ითვალისწინებს სამხედროების ფულადი დახმარების და შეიარაღებული ძალების რაოდენობის ზრდას, ასევე დამატებით 20 ბრიგადის შექმნას. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

”ეს განკარგულება ითვალისწინებს სამხედროების ფულადი დახმარების გაზრდას მინიმუმ სამი მინიმალური ხელფასის დონეზე; უკრაინის პროფესიონალური არმიის პრინციპებზე გადასვლას; საბინაო უზრუნველყოფის კონცეფციის შემუშავებას სამხედროებისთვის, ვეტერანებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის; ოფიცრებისთვის კარიერული განვითარების სისტემას; ასევე მომდევნო სამი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების გაზრდას 100 000 პროფესიონალით და დამატებით 20 ბრიგადის შექმნას“,– განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დადგენილება არის პროფესიონალურ არმიაზე გადასვლის საწყისი ეტაპი.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალების გაძლიერება უშუალოდ მოსალოდნელ ომს არ უკავშირდება:

„ეს დადგენილება არსებობს არა იმისთვის, რომ მალე ომი იქნება (ამას მე ყველას გასაგონად ვამბობ), არამედ იმისთვის, რომ მალე და შემდეგშიც იყოს მშვიდობა, მშვიდობა უკრაინაში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S