
ისტორიაში პირველად, უკრაინამ ბუნებრივი აირის უნგრეთიდან იმპორტი დაიწყო
01/02/2022 09:19:19 ევროპა
უკრაინამ პირველად დაიწყო ბუნებრივი აირის ფიზიკური იმპორტი უნგრეთიდან. მანამდე სისტემა მხოლოდ უკრაინიდან უნგრეთის მიმართულებით მუშაობდა.
„დღეს ისტორიაში პირველად დაიწყო უნგრეთიდან უკრაინაში ბუნებრივი აირის ფიზიკური იმპორტი. ადრე სისტემას მხოლოდ უკრაინიდან უნგრეთის მიმართულებით მუშაობა შეეძლო. გატარებული ტექნიკური ღონისძიებების წყალობით შესაძლებელი გახდა გაზის ორივე მიმართულებით მოძრაობა“,– განაცხადა კომპანიის გენდირექტორმა სერგეი მაკოგონმა და დასძინა, რომ უნგრული მიმართულება გახდა სლოვაკეთის შემდეგ მეორე გარანტირებული მარშრუტი უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების.