Accentnews.ge
დავითულიანი – ოპოზიციას: "წალენჯიხის რეზოლუციით" გეოპოლიტიკას ვერ შევცვლით"

დავითულიანი – ოპოზიციას: "წალენჯიხის რეზოლუციით" გეოპოლიტიკას ვერ შევცვლით"

01/02/2022 10:08:45 პოლიტიკა

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტისადმი მათ კრიტიკული დამოკიდებულების გამო გააკრიტკა.

მისი თქმით, უკრაინა არ არის ძალთა გადანაწილების და ძალთა ბალანსის ცვლილების მთავარი მიზანი, ის დიდი გეოპოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ კონტექსტში, მმართველი გუნდის ამოცანა უნდა იყოს უკრაინის და მშვიდობის მხარდაჭერა.

მისი თქმით, ოპოზიციის დამოკიდებულება ჰგავს „ომში შანსის დანახვას“, „თითქოს კონფლიქტის გამწვავებაში გამოსავას ხედავენ და ჰგონიათ, რომ უკეთ დალაგდება უკრაინის და საქართველოს ინტერესები“:

„რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღება რატომაა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უკრაინის მხარდამჭერი. ამაში, სიმართლე გითხრათ, ლოგიკას ვერ ვხედავ. რუსეთს ჩავწერთ თუ არა რეზოლუციაში, ალბათ, არც თქვენ გაქვთ ილუზია, რომ ეს რამეს შეცვლის ჯამში ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. თუმცა, აქ გადის ზუსტად ის ხაზგამყოფი ვინ რას ვემხრობით. ჩვენ ვემხრობით მშვიდობას, ნაბიჯ-ნაბიჯ დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციას, მაქსიმალურ სიფრთხილეს იმისთვის, რომ ჩვენ დავგცალდეს და შევძლოთ ამ მიზნების მიღწევა. თქვენ პირიქით გგონიათ, რომ ამ მკაფიო ნაბიჯებით და კონფლიქტის შესაძლო გამწვავებით, შეიძლება, რაღაც შანსი გაჩნდეს. გამოცდელება გვიჩვენებს, რომ ეს შანსი არ ჩნდება ასეთ დროს. ამიტომ, მე მგონი, ჩვენი მომავლის წინაშე გვაქვს ის პასუხისმგებლობა, ვიყოთ ფრთხილები, გონივრულები და ამ ურაპატრიუტული გამოხტომებით მიზანს რომ ვერ ვაღწევთ და წალენჯიხის რეზოლუციებით რომ გეოპოლიტიკას მსოფლიოში ვერ შევცვლით, მგონი, მინიმუმ, ეგ უნდა გავიაზროთ“,- განაცხადა ბექა დავითაულიანმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა არ გაითვალისწინა საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილის მოწოდება, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ნახსენები ყოფილიყო რუსეთის ფედერაცია. ოპოზიცია არსებული ვერსიის მხარდაჭერას არ აპირებს.

იხილეთ ასევე: ჰარცელი - რეზოლუციაზე: "მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის პრინციპული პოზიცია, სოლიდარობის ჩვენება, რასაც უკრაინა იმსახურებს"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S