
კრემლის მუქარის ფონზე კიევში სამხედრო დახმარებით დატვირთული მეექვსე ამერიკული თვითმფრინავი დაჯდა
01/02/2022 10:32:12 ევროპა
კიევში ამერიკული სამხედრო დახმარების მორიგი ტვირთი ჩავიდა.
როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი იუწყება, დახმარება ამჯერად 84 ტონა საბრძოლო მასალას მოიცავს.
„მეხუთე „ჩიტის“ მოსვლიდან ერთი დღეც არ გასულა და უკვე მეექვსეს ვტვირთავთ. დღეს კიევში ჩამოვიდა მორიგი საბრძოლო მასალა. დღეის მდგომარეობით, ჯამში ჩვენ 500 ტონა თავდაცვითი საშუალებები მივიღეთ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი შეერთებული შტატებისგან. და ეს დასასრული არაა“,– იუწყება თავდაცვის მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის ბოლოდან უკრაინის საზღვრებან რუსეთს დიდძალი სამხედრო ძალა ჰყავს მობილიზებული. დასავლეთში შიშობენ, რომ კრემლი სამხედრო აგრესიას გეგმავს. სპეცსამსახურები თავდასხმას თებერვალში ვარაუდობენ.
შეშფოთების ფონზე მათ შორის ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, ბალტიის ქვეყნები უკრაინას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში ეხმარებიან.