Accentnews.ge
საფრანგეთი შავ ზღვაში ხომალდს გზავნის

საფრანგეთი შავ ზღვაში ხომალდს გზავნის

01/02/2022 10:44:23 ევროპა

უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის განგრძობადი კონცენტრაციის ფონზე საფრანგეთი შავ ზღვაში ხომალდს გზავნის.

სააგენტო EFE-ს ცნობით, ფრეგატი, რომელიც შავ ზღვაში სამ კვირას დაჰყოფს, ავიამზიდ "შარლ დე გოლის" საზღვაო ჯგუფის შემადგენლობაში შედის, ეს უკანასკნელი კი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მისიას თებერვლიდან აპრილამდე პერიოდში შეასრულებს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, "შარლ დე გოლი" ტულონის პორტიდან დღეს გავა. მის ბორტზე 1200 მეზღვაური, 22 ერთეული გამანადგურებელი Rafale, 2 მზვერავი თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენი იქნება. ავიამზიდს ეყოლება 3 თანმხლები ფრეგატი, მომარაგების ხომალდი და შემტევი ატომური წყალქვეშა ნავი.

ცნობისთვის: ცოტა ხნით ადრე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაუმეორა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გაფრთხილება იმის შესახებ, რომ უკრაინის მიმართ ნებისმიერ ახალ აგრესიას მასშტაბური შედეგები მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S