Accentnews.ge
ზელენსკი: "დეესკალაცისა და მშვიდობიანი მოწესრიგების იმედი გაჩნდა"

ზელენსკი: "დეესკალაცისა და მშვიდობიანი მოწესრიგების იმედი გაჩნდა"

01/02/2022 10:39:29 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის წინაშე საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, ვითარების დეესკალაციისა და დონბასის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების იმედს იძლევა.

როგორც პრეზიდენტმა უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ამ ერთობამ ნორმანდიული ფორმატი განბლოკა და დიალოგის მზადყოფნა წარმოაჩინა.

მისი თქმით, უკრაინის პარტნიორები რუსეთთან მოლაპარაკების დროს უკრაინის ბედს არ წყვეტენ უკრაინასთან კონსულტაციის გარეშე, დასავლეთის ბევრი ლიდერი ამ დღეებში პირადად ჩადის უკრაინაში. ამ კონტექსტში ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ 1-2 თებერვალს უკრაინაში პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრების ვიზიტები იგეგმება.

ცნობისთვის: რაც შეეხება „ნორმანდიულ ოთხეულს“, საუბარია რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენელთა შეხვედრაზე პარიზში. ამჟამად ახალი შეხვედრის ბერლინში გამართვის თარიღი განიხილება. მასზე შესაძლოა, იმსჯელონ დონბასის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებზე, მაგრამ კიევი აცხადებს, რომ არსებობს სერიოზული უთანხმოება რუსეთთან, მინსკის შეთანხმებების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის განსაკუთრებულ სტატუსს და სეპარატისტების ფაქტობრივ აღიარებას ითვალისწინებს.

„ეს შეთანხმება დაიდო რუსეთის ქვემეხის სამიზნის ქვეშ და მისი სიტყვა-სიტყვით შესრულება ნიშნავს ქვეყნის განადგურებას“, - განაცხადა უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა სააგენტო „ასოშიეტიდ პრესთან“.

ბოლო კვირებში უკრაინის დასავლელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ არსებობს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის პირდაპირი საფრთხე. კიევის შეფასება უფრო ზომიერია და ემყარება იმას, რომ რუსეთთან კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება. უკრაინის ხელისუფლება და გადაჭარბებულს უწოდებს გარდაუვალი ინტერვენციის შესახებ გავრცელებულ ცნობებს და მოუწოდებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომ „ნუ დათესავენ პანიკას“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S