
დანიაში უქმდება პანდემიასთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა სანიტარული შეზღუდვა
01/02/2022 12:23:55 ევროპა
დანიაში 1 თებერვლიდან უქმდება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა სანიტარული შეზღუდვა, თუმცა ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია.
დანია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც ამგვარი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა.
გაუქმდა პირბადეების აუცილებელი ხმარება; აღარაა სავალდებულო „კოვიდ–პასპორტი“ ვაქცინაციის, გადატანილი დაავადებისა ან ნეგატიური ტესტის შედეგის დასადასტურებლად; კვლავ შესაძლებელია მასშტაბური ღონისძიებების გამართვა; დისკოთეკებისა და ღამის კლუბების გახსნა; ვაქცინის შესახებ საბუთის წარდგენის წესი ძალაში რჩება მხოლოდ იმათთვის, ვინც ქვეყანას ტოვებს სამოგზაუროდ. ასევე ძალაში რჩება რეკომენდაცია, საავადმყოფოებისა და ხანდაზმულთა სახლების მონახულებისას კვლავაც გამოიყენონ პირბადეები და თან იქონიონ აცრის დამადასტურებელი საბუთები, რათა საფრთხე არ შეუქმნან ასაკოვან ადამიანებსა და იმათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
დანიამ სექტემბერში უკვე მიიღო მსგავსი ზომები, მაგრამ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული აკრძალვები თანდათან კვლავ შემოიღეს, როცა აკრძალვების მოხსნიდან ცოტა ხანში დაავადების გავრცელებამ მკვეთრად დაიწყო.