Accentnews.ge
ელისაშვილი  – რეზოლუციის ტექსტზე: "სისაწყლე და სიბეჩავე!"

ელისაშვილი  – რეზოლუციის ტექსტზე: "სისაწყლე და სიბეჩავე!"

01/02/2022 13:12:12 პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შემდეგ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ირგვლივ დებატები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გრძელდება. ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არ აპირებს მხარდაჭერას ტექსტრში რუსეთის არხსენების გამო.

ტექსტს არ ეთანხმება „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილის, მმართველ გუნდს მასზე მუშაობის გაგრელებისკენ მოუწოდებს, თუმცა მხარდაჭერას გეგმავს.

"არგაღიზიანების პოლიტიკას ვეთანხმები თავიდან ბოლომდე. როცა შენ ჯოხი გიჭირავს ხელში და მოწინააღმდეგეს ტანკი ყავს, ლულაში არ უნდა უჩხიკინებდე და არ უნდა აგინებდე, იმიტომ, რომ გესვრის და გაგაქრობს. არგაღიზიანება - კი, ბატონო, ფრთხილები უნდა ვიყოთ, თავდაჯერებულები, მაგრამ რეზოლუციის ეს ტექსტი არის სიბეჩავე, სისაწყლე! რეზოლუციის ტექსტი, სადაც რუსეთს არ ვახსენებთ და ვითომ რაღაც არაამქვეყნიური საფრთხეების წინაშე დგას უკრაინა, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნისგან არის სისაწყლის და სიბეჩავის გამოვლინება. ეს ძალიან გულს მტკენს, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ უფრო ღირსეულად დავუჭერთ მხარს ამ ქვეყანას. იმ ქვეყანას, რომელიც, 90-იან წლებში, სულ რომ არ ევალებოდა, მოხალისეებით იბრძოდა აფხაზეთში, სულ რო არ ევალებოდა, ჭუბერში ჩარჩენილი მშიერი, გაყინული, გაუბედურებული დევნილები გადმოიყვანა ქუთაისსა და თბილისში თავისი ხარჯით და რისკით. ომის დროს თბილისის თავზე რუსული სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდნენ და პრეზიდენტი აქ იყო, რუსთაველზე იდგა, ისიც რისკავდა და ასეთ ქვეყანას, როცა საფრთხეა, ვეუბნებით, რომ შარში ხარ, მაგრამ შარი ვისგან მოდის, იმას ნუ მახსენებინებ".- თქვა ელისაშვილმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა არ გაითვალისწინა საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილის მოწოდება, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ნახსენები ყოფილიყო რუსეთის ფედერაცია. ოპოზიცია არსებული ვერსიის მხარდაჭერას არ აპირებს.

იხილეთ ასევე: ჰარცელი - რეზოლუციაზე: "მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის პრინციპული პოზიცია, სოლიდარობის ჩვენება, რასაც უკრაინა იმსახურებს"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S