Accentnews.ge
სომხეთის მმართველმა პარტიამ ქვეყნის პრეზიდენტად ვააგნ ხაჩატრიანი წარადგინა

სომხეთის მმართველმა პარტიამ ქვეყნის პრეზიდენტად ვააგნ ხაჩატრიანი წარადგინა

01/02/2022 14:28:58 კავკასია

სომხეთის მმართველმა პარტიამ ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრ ვააგნ ხაჩატრიანის კანდიდატურა წარადგინა.

ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალენ სიმონიანმა დაადასტურა.

«ვფიქრობ, კარგი კანდიდატი შევარჩიეთ, რომელიც მოვალეობებს სათანადოდ გაართმევს თავს», – განაცხადა სიმონიანმა.

1990-იან წლებში ხაჩატრიანი გახლდათ ერევნის მერი, პარლამენტის დეპუტატი, მინისტრად კი იგი 2021 წლის აგვისტოში დაინიშნა

ცნობისთვის: სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე არმენ სარქისიანის უფლებამოსილება შეწყდა. ეროვნული კრების (პარლამენტის) თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა შესაბამის პროტოკოლს დღეს მოაწერა ხელი, - იუწყება სომხეთის პარლამენტი.

კონსტიტუციის თანახმად, ახალი პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების შესრულების დაწყებამდე მის მოვალეობებს პარლამენტის თავმჯდომარე ასრულებს, ამ შემთხვევაში - ალენ სიმონიანი. თავად სიმონიანის მოვალეობებს კი მანამდე ვიცე-სპიკერი აკოფ არშაკიანი შეასრულებს, - ნათქვამია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში.

არმენ სარქისიანმა გადადგომის შესახებ 23 იანვარს განაცხადა და ძირითად მიზეზად იმ თანამდებობრივი უფლებამოსილებების არქონა დაასახელა, რომელიც საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირეულ პროცესებზე ზემოქმედების შესაძლებლობას მისცემდა.

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები თანამდებობის გათავისუფლებიდან არაუადრეს 25 და არაუგვიანეს 35 დღისა ტარდება.

სავარაუდოდ, არჩევნები 25 თებერვლიდან 10 დღის განმავლობაში გაიმართება, - იუწყება სომხური მედია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S