![კირბალში ოკუპანტები გამოჩნდნენ [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/c28a0000-0aff-0242-e9e5-08d9e5851255_cx0_cy40_cw0_w1023_r1_s.jpg)
კირბალში ოკუპანტები გამოჩნდნენ [ვიდეო]
01/02/2022 15:45:42 კონფლიქტები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის სასაფლაოზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. ოთხი შეიარაღებული პირი, რომლებსაც თან გერმანული ნაგაზები ახლდათ, სოფლის სასაფლაოზე შენინეს, – ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც ადგილობრივმა გადაიღო, ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გაავრცელა.
საოკუაციო ძალების წარმომადგენლები კირბალში 19 იანვარსაც გამოჩნდნენ.
ადგილობრივების ცნობით, ე.წ. მესაზღვრეები სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხეებსა და ბუჩქებზე თეთრი ლენტებით ნიშნავენ და შიშობენ, რომ აქ მათულხლართები გაუვლება, შედეგად კი სოფელი დამატებით რამდენიმე ჰექტარ საძოვარს და ტყის მასივს დაკარგავს.
კირბალის შემდეგ ანტისაოკუპაციო ძალები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეჯვრისხევსა და ჯარიაშენშიც გამოჩნდნენ. მეჯვირსხევში ხეებს და ბუჩქებს თეთრი ლენტები შეაბეს, ჯარიაშენში კი ახალი თხრილები გააკეთეს.
თემის კომენტირებისას სუს–ში განაცხადეს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული პროვოკაციული აქტივობის თითოეულ ფაქტზე გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.
სუს–ში დასძენენ, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.