Accentnews.ge
„მადლობა, რომ განზე არ გადექით“ – რადაში უკრაინის მხარდამჭერთა დროშები გაიშალა, მათ შორის არ იყო საქართველოს სახელმწიფო სომბოლიკა [ვიდეო]

„მადლობა, რომ განზე არ გადექით“ – რადაში უკრაინის მხარდამჭერთა დროშები გაიშალა, მათ შორის არ იყო საქართველოს სახელმწიფო სომბოლიკა [ვიდეო]

01/02/2022 17:08:29 ევროპა

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში კიევის მოკავშირე სახელმწიფოების დროშები გაიშალა. ამ ჟესტით დეპუტატებმა ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ დაფუძნებული პარტიიდან „ევროპული სოლიდარობა“ მადლობა გადაუხადეს პარტნიორებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხის ფონზე უკრაინისთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატებმა გაშალეს თურქეთის, აშშ–ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, ჩეხეთის და ა.შ დროშები, თუმცა მათ შორის არ იყო საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკა. უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ კრემლის მიერ შექმნილი კრიზისის ფონზე საქართველოდან პარტნიორ სახელმწიფოში მაღალი რანგის ვიზიტი არ განხორციელებულა. ამასთან, საქართველოს პარლამენტმა დღეს მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები.

ერთგვარი პერფორმანსის ავტორებმა მადლობა გადაუხადეს თითოეულ ქვეყანას, რომლებიც უკრაინისთვის რთულ პერიოდში „განზე არ გადგნენ“ და რაც მთავარია, ეხმარებიან იარაღით, რათა ოკუპანტმა ოცოდეს, რომ უკრაინელების წინააღმდეგობას თითოეულ სოფელში, რაიონში და ქალაქში წააწყდება:

„გვინდა, მადლობა გადავუხადოთ პარტნიორებს, რომლებიც ჩვენს გვერდში დგანან უკრაინაში რუსეთის შემოჭრის საფრთხის ფონზე. მადლობელი ვართ გააზრებისთვის, რომ რუსეთი საბჭოთა იმპერიის აღდგენას ცდილობს და საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, არამედ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“,– აღნიშნეს დეპუტატებმა და გამოსვლა დაასრულეს სიტყვებით: „დიდება უკრაინას! გმირებს დიდება!“.

კითხვას, რატომ ვერ დაინახეს უკრანელებმა საქართველოს მმართველი გნდის მხარდაჭერა, დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ამილახვარმა „პალიტრანიუსის“ ეთერში უპასუხა: „დამნახავი დაინახავს და ხვალ ან ზეგ ეს გამოჩნდება“.

მოგვიანებით ფაქტს გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„რაც შეეხება უკრაინის პარლამენტში გამართულ პერფორმანსს, რა დროსაც გამოფენილი იქნა მხარდამჭერი ქვეყნების დროშები, საკანონმდებლო ორგანოში გახსნით სესიაზე, გამოიფინა იმ ქვეყნების დროშები, რომელთაც სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს უკრაინას. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ გრძელდება პოლიტიკური სპეკულაცია აღნიშნული თემით. ხაზს ვუსვამთ, რომ მხარდაჭერის საკითხი, ისეთი ფორმით, როგორც ამის წარმოჩენას ოპონენტები ცდილობენ, არ დგას ჩვენს მეგობარ უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მუდმივი, ყოველდღიური კავშირი უკრაინელ მეგობრებთან, ამის დასტურია განხორციელებული სატელეფონო ზარები, განხორციელებული და დაგეგმილი ვიზიტები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ, მათ შორის ასოცირებული ტრიოს ფორმატში, ყირიმის პლატფორმაში საქართველოს მაღალი დონის მონაწილეობა, კიევში საქართველოს საელჩოს კომუნიკაცია და სხვა ფორმატებში საქართველოს მხრიდან არაერთხელ ღიად გაცხადებული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – განაცხადა უწყების პრეს–სპიკერმა მარი ნარჩემაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინის მეცხრე მოწვევის უმაღლესი რადას მეშვიდე სესიის გაიხსნის ცერემონიას, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მისიის ხელმძღვანელის იზოლაციაში ყოფნის გამო, ესწრებოდა საქართველოს საელჩოს დესპანი ლევამ წურწუმია.

როგორც მარი ნარჩემაშვილმა აღნიშნა, დესპანმა გამოიყენა უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში ყოფნის შესაძლებლობა და უკრაინულ მხარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S