Accentnews.ge
„უშიშროების კომიტეტი“ საქართველოს მოქალაქეების გაძევების შესახებ იუწყება

„უშიშროების კომიტეტი“ საქართველოს მოქალაქეების გაძევების შესახებ იუწყება

01/02/2022 17:26:28 კონფლიქტები

ცხინვალის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის „უშიშროების კომიტეტი“ საქართველოს მოქალაქეების გაძევების შესახებ იუწყება.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იღებს ზომებს შრომით მიგრანტთა შორის იმ პირების გამოსავლენად, რომლებიც არღვევენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსვლისა და ყოფნის წესებს, - იუწყება „უშიშროების კომიტეტის“ პრეს–სამსახური.

მისივე ცნობით, „ოპერატიული ინფორმაციის მიღების საფუძველზე, რესპუბლიკის ტერიტორიაზე დააკავეს აზერბაიჯანული ეროვნების, საქართველოს სამი მოქალაქე. რისი საფუძველიც გახდა მათ მიერ რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსვლისა და ყოფნის წესების დარღვევა".

დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს ცნობით, საქართველოს მოქალაქეები ე.წ საზღვრის შესახებ კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე „რესპუბლიკის“ ფარგლებიდან გააძევეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S