
პრაღის აეროპორტმა რეისების რუსულ ენაზე გამოცხადებაზე უარი თქვა
01/02/2022 19:51:25 ევროპა
პრაღის აეროპორტმა გაითვალისწინა უკრაინის საელჩოს თხოვნა და ამ ქვეყნის მიმართულებით რეისებს რუსულ ენაზე აღარ გამოაცხადებს.
ჩეხეთში უკრაინის ელჩის ევგენ პერებიინისის ინფორმაციით, დიპწარმომადგენლობა ამ პრაქტიკის შეცვლას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა აეროპორტის ადმინისტრაციაში მუდმივად პასუხობდნენ, რომ ეს ავიაკომპანიების თხოვნით, ტრანზიტულ მგზავრებზე ზრუნვის ფარგლებში კეთდებოდა.
ამჯერად, მისი თქმით, მიზანი მიღწეულია - და 1 თებერვლიდან უკრაინის მიმართულებით ყველა რეისი მხოლოდ ჩეხურ და ინგლისურ ენებზე გამოცხადდება, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების მიმართულებით ფრენების შემთხვევაში.