
თურქეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შეჩერებისკენ მიმართული ერთობლივი ძალისხმევის ერთგულია
02/02/2022 09:05:29 ევროპა, მსოფლიო
უკრაინაში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის წინ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა და თურქეთის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა იბრაჰიმ კალინმა სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შეკავების საკითხზე ისაუბრეს, - იუწყება თეთრი სახლი.
„ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ერთგულები არიან როგორც მიმდინარე დიპლომატიის, ასევე ერთობლივი ძალისხმევის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად,“- ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ჯეიკ სალივანმა და იბრაჰიმ კალინმა რეგიონულ საკითხებზეც ისაუბრეს, მათ შორის განიხილეს თურქეთისა და სომხეთის მცდელობები ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ერდოღანს კიევში მიმდინარე კვირაში ელიან.
ორიოდ კვირის წინ ერდოღანმა, რომელიც კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს მოსკოვთან და კიევთან, იმავდროულად, უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა, რამაც კრემლის გაღიზიანება გამოიწვია, ხოლო ლიბიაში ანკარა და მოსკოვი ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალებს უჭერენ მხარს, განაცხადა, დაძაბულობის შემცირების ნიშნები არ ჩანს და იქვე დასძინა, რომ მზადაა, უმასპინძლოდ ორივე ქვეყნის ლიდერს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
„თურქეთს სურს, უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობა დარეგულირდეს, ვიდრე ეს ახალ კრიზისში გადაიზრდება“,– განაცხადა ედროღანმა.
ამასთან, მან რუსეთისთვის და რეგიონისთვის არარაციონალური უწოდა უკრაინაზე სამხედრო აგრესიის შესაძლებლობას, დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა და განაცხადა, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, თურქეთი შეასრულებს ნატოს წევრის ვალდებულებას.