Accentnews.ge
მობილობის კონკურსი ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალებისთვის

მობილობის კონკურსი ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალებისთვის

02/02/2022 09:15:48 რეგიონები, რეკლამა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი EU4Culture აცხადებს მობილობისკონკურსს ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალების მხარდასაჭერად აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნებში: აზერბაიჯანი, მოლდოვას რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთიდა უკრაინა.

კონკურსის პირველი ფაზა იწყება 2022 წლის 31 იანვარს და მოიცავს დაფინანსებისშესაძლებლობას სტაჟირების, სასწავლო ვიზიტების, კონფერენციების, პროფესიულიგანვითარებისა და სხვა აქტივობებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს ცოდნის გაცვლას დაკულტურათაშორის დიალოგს.

კონკურსი მოიცავს სამი ტიპის მობილურობას:1. მოკლევადიანი მობილურობა (7-10 კალენდარული დღე) – 1500 ევრომდე2. საშუალოვადიანი მობილურობა (5 კვირამდე) - 3500 ევრომდე3. გრძელვადიანი მობილურობა (12 კვირამდე) - 5000 ევრომდე

მობილობის პროექტები შეიძლება განხორციელდეს 2022 წლის ივნისიდან 2023 წლისივნისამდე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსა და ევროპისსხვა ქვეყნებში.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?18 წელზე უფროსი ასაკის ხელოვანებსა და კულტურის პროფესიონალებს, რომლებიც არიანმოქალაქეები და აქვთ ამჟამინდელი ლეგალური რეზიდენტის სტატუსი აზერბაიჯანში,მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში, ან არიან აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების რეზიდენტები.

როგორ ხდება კონკურსში მონაწილეობის მიღება?აპლიკანტებმა უნდა მოამზადონ სამოქმედო გეგმა საერთაშორისო მობილობისბიუჯეტისთვის ონლაინ განაცხადის ფორმის გამოყენებით და წარადგინონ გოეთესსააპლიკაციო პორტალზე (GAP).

მობილობის დეტალური გზამკვლევი: https://cutt.ly/XOk92hd კონკურსის ბოლო ვადაა: 2022 წლის 8 აპრილი, 18:00 (ადგილობრივი დროით).

მობილობის საგრანტო სქემა მიზნად ისახავს გააძლიეროს კულტურათაშორისი დიალოგი დახელი შეუწყოს ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალებს შორის ცოდნის გაზიარებას,მხარი დაუჭიროს მათ პროფესიულ მობილობას და შექმნას კავშირები საერთაშორისოთანამშრომლობისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში,EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც გოეთესინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთისცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ხორციელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S