"ამხელა მაგიდასთან ცხოვრებაში არ ვმჯდარვარ" – ორბანის და პუტინის შეხვედრას სოციალურ ქსელში მხიარულება მოჰყვა

02-02-2022 13:20:41 მსოფლიო

სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა ხუმრობის საგანი გახდა იმის გამო, რომ ლიდერებს ხუთი საათის განმავლობაში ერთმანეთს რამდენიმემეტრიანი დისტანცია აშორებდათ.

ყველაზე მეტად ინტერნეტმომხმარებლების მხრიარულება ლიდერების შამპანურის სმის ეპიზოდმა გამოიწვია:

"და ის ჩინეთში მიდიოდა ოლიმპიური თამაშების გახსნაზე. როგორ შეხვდება სი ძინპინგს? თანაც ასეთ მანძილზე? უკვე მთელი მსოფლიო იცინის", "ეს სპექტაკლია!", "სატელეფონო სექსს ჰგავს, მაგრამ უარესს“, "ძმობა!", "რა ქვეყანაცაა, ისეთივეა ძმობაც!", - ამ სხვა მსგავს კომენტარებს წააწყდებით სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს ქვეშ.

ორბანი მოსკოვს 1 თებერვალს სტუმრობდა. ეს პირველი ევროპელი ლიდერის ვიზიტი იყო უკრაინის ირგვლივ ახალი კრიზისის დაწყების მომენტიდან.

პუტინი და ორბანი ოვალურ მაგიდასთან ერთმანეთისგან საკმაოდ შორ მანძილზე ისხდნენ და შეხვედრის დაწყებამდე ხელი არ ჩამოურთმევიათ, რაც რუსეთის ლიდერმა კოვიდ-რეგულაციებით ახსნა.

შეხვედრის შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა შეხვედრიდან მიღებული შთაბეჭდილებები რუსულ მედიას გაუზიარა: "ცხოვრებაში არ ვმჯდარვარ ამხელა მაგიდასთან".

მანამდე რუსმა ჟურნალისტმა ილია ჟეგულევმა განაცხადა, რომ პუტინი ალბათ იმდენად უფრთხილდება საკუთარ გარემოს, რომ ყველგან თავისი ჩაის თერმოსით დადის..

ახალი ამბები

სხვა სიახლეები