Accentnews.ge
უკრაინა რუსი სამხედროების მიერ საგუშაგოზე თავდასხმის შესახებ იუწყება

უკრაინა რუსი სამხედროების მიერ საგუშაგოზე თავდასხმის შესახებ იუწყება

02/02/2022 09:32:35 ევროპა

2 თებერვალს, 08:30 საათზე რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში „ხნუტოვოს“ საგუშაგო დაბომბეს,– ამის შესახებ უკრაინული მედია სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც აღინიშნა, ოკუპანტებმა საგუშაგოზე გამავალი ჰუმანიტარული დერეფნის დაბომბვის მიზნით უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.

"თავდასხმის შედეგად პერსონალის მხრიდან მსხვერპლი არ მოჰყოლია. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე ლითონის ჟეტონმა გადაარჩინა, რომელმაც ხელყუმბარის ფრაგმენტი გააჩერა", - აცხადებენ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში.

აღინიშნა, რომ რუსი სამხედროების მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები მორიგ ჯერზე ადასტურებს, რომ რუსეთი განზრახ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს და უგულებელყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნებს საომარი მოქმედებების წარმოებისას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S