
მახინჯაურში მამაკაცი დაჭრეს
18/05/2019 18:49:21 სხვა, სამართალი
მახინჯაურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
35 წლის კაცს ჭრილობა ფეხის არეში, დანით აქვს მიყენებული. შემთხვევა დაახლოებით, 20:00 საათზე მოხდა.
ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცს სამი ჭრილობა ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.