Accentnews.ge
სატრანსპორტო კომპანიის 4 თანამშრომელი დააკავეს

სატრანსპორტო კომპანიის 4 თანამშრომელი დააკავეს

02/02/2022 09:42:16 სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ხსენებული პირები თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ სხვადასხვა პირებისგან ქრთამის სახით იღებდნენ ფულად თანხას.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია რამოდენიმე ათეული პირი, რომლებმაც სამსახურებრივი მფარველობისათვის ერთობლივად ან ცალ-ცალკე თანხა გადასცეს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს.

"ზემოთხსენებული ქმედების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღეს, რაც ურთიერთშორის გაინაწილეს", - აცხადებენ სუს-ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S