
პირველად, 17 წლის განმავლობაში, კიევში ნიდერლანდების პრემიერ–მინისტრი ჩავიდა მოსკოვის მუქარის ფონზე
02/02/2022 11:18:59 ევროპა
უკრაინას უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში პირველად ეწვია ნიდერლანდების პრემიერ–მინისტრი. ამის შესახებ უნრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„ვფიქრობ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის უმნიშვნელოვანესია ეს პირადი ვიზიტი. დიდი ხანი ველოდით, რადგან უკანასკნელად ნიდერლანდების ლიდერი კიევს 17 წლის წინ სტუმრობდა“, –განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ვიზიტი მნიშვნელოვანია იმდენადაც, რომ უკრაინა დღეს საჭიროებს მეგობრების მხარდაჭერას.
მან მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების პრემიერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ასევე მზაობისთვის ყირიმის დეოკუპაციის მიზნებში.
როგორც ზელესნკიმ აღნიშნა, ლიდერებმა განიხილეს უკრაინის ირგვლი შექმნილი ვითარება, დეესკალაციის გზები, ვითარების მშვიდობიანი დარეგულირების შესაძლებლობა და ასევე უკრაინის ევროკავშირსა და ნატო–ში ინტეგრაციის საკითხები.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდებისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეათანხმეს რუსეთის აგრესიის შეკავებისკენ მიმართული ქმედებები.
თავის მხრივ მარკ რუტემ აღნიშნა, რომ ამსტერდამი კიევს კიბერშეტევების მოგერიებას სთავაზობს.
ამასთან, განაცხადა, რომ ნიდერლანდები დეესკალაციის, აშშ–ნატო–რუსეთის დიალოგის მომხრეა და ასევე უჭერს მხარს ნორმანდიული ოთხეულის ფორმატის გაძლიერებას:
„ვიმედოვნებ, დიალოგი შედეგს გამოღებს. თუ არა, მაშინ ნიდერლანდები მკაფიოდ ამბობს: უკრაინის მიმართ მორიგი აგრესია სერიოზული შედეგების მომტანი იქნება. ეროპა პარტნიორ აშშ–სთან მუშაობს, რათა სანქციების მასშტაბური პაკეტი მოვამზადოთ“.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდები მზადაა, აუცილებელი დახმარება გაუწიოდ უკრაინას:
"ჩვენ უკრაინას დავეხმარებით იმით, რაც შეგვიძლია. გთავაზობთ კიბერთავდასხმების მოგერიებაში დახმარებას. ვსაუბრობთ ეკონომიკურ ურთიერთობაზე. მომავალშიც ვისაუბრებთ, როგორ განვავითაროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. აქ ბევრის გაკეთება შეიძლება“.