ABC News-მა ვუპი გოლდბერგი სადავო განცხადების გამო ეთერს დროებით ჩამოაშორა

02-02-2022 15:58:30 ეს საინტერესოა

ამერიკულმა არხმა ABC News-მა გადაცემა The View-ის წამყვანი ვუპი გოლდბერგი 2 კვირით ჩამოაშორა გადაცემას მას შემდეგ, რაც გოლდბერგმა განაცხადა, რომ "ჰოლოკოსტი არ ყოფილა რასასთან კავშირში".

„მე დაუყოვნებლივ ვუწყვეტ ვუპი გოლდბერგს მუშაობას 2 კვირით მისი არასწორი და მტკივნეული კომენტარების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ვუპიმ ბოდიში მოიხადა, მე მას ვთხოვე რომ საკუთარ კომენტარებზე ფიქრს დრო დაუთმოს და გაიაზროს მათი გავლენა.

მთლიანად ABC News-ის ორგანიზაცია სოლიდარულია ებრაელი კოლეგების, მეგობრების, ოჯახებისა და საზოგადოების მიმართ", - განაცხადა ABC News-ის პრეზიდენტმა კიმ გოდვინმა ოფიციალურ განცხადებაში.

მანამდე ტელეწამყვანმა ბოდიში მოიხადა განცხადებისთვის, რომელიც ჰოლოკოსტთან დაკავშირებული გრაფიკული ნოველა MAUS-ის აკრძალვის გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა.

„ვიყოთ გულწრფელები, ჰოლოკოსტი არაა რასაზე. ეს ადამიანის მხრიდან სხვა ადამიანის მიმართ გამოჩენილ არაჰუმანურობაზეა. ეს თეთრკანიანთა ორი ჯგუფია.

თქვენ მთავარი საკითხი გრჩებათ ყურადღების მიღმა, მოდით ვისაუბროთ იმაზე, რაშიცაა სინამდვილეში საქმე. ეს იმაზეა, თუ როგორ ეპყრობიან ადამიანები ერთმანეთს. ეს პრობლემაა. არ აქვს მნიშვნელობა შავკანიანი ხარ, თეთრკანიანი თუ ებრაელი - ყველა ერთმანეთს ჭამს“ - განაცხადა ვუპი გოლდბერგმა გადაცემაში, რის გამოც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკის ობიექტი გახდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები