
ხუთმა ქვეყანამ უკრანის დასახმარებლად ფონდი შექმნა
02/02/2022 12:39:15 ევროპა
აშშ–მა, შვედეთმა, შვეიცარიამ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ერთობლივი საერთაშორისო ფონდი (47 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის) შექმნეს, რომლის მიზანიცა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში რუსეთის დესტაბილიზაციის გავლენის შემცირებაა,– ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
როგორც უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა კიევში ფონდის გახსნის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, ფონდს მობილიზებული აქვს 35 მილიონი ფუნტი სტერლინგი პირველი პროექტებისთვის, რომელიც მიმართული იქნება ადამიანებისადმი, რომელთაც მხარდაჭერა სჭირდებათ.
უკრაინაში ბრიტანეთის ელჩმა განაცხადა, რომ პარტნიორები უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად ფონდის მეშვეობით მხარდაჭერას აღმოუჩენენ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული აგრესიით დაზარალებულ მოქალაქეებს.
ცნობილია, რომ საწყის ეტაპზე ფონდს ბრიტანეთი 14,8 მილიონ აშშ დოლარს შესწირავს, აშშ – 10 მილიოს, კანადა – 12 მილიონს, შვედეთი –5,4 მილიონს.