
კულება: "საზღვრებთან თავმოყრილი რუსეთის ჯარების რაოდენობა ჯერ საკმარისი არ არის სრულმასშტაბიანი შეჭირისთვის"
02/02/2022 19:54:55 ევროპა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი რუსეთის ჯარების რაოდენობა და შემადგენლობა „საკმარისი არ არის სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის“, თუმცა კიევი „თვალს ადევნებს შემდგომ დინამიკას“. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა 2 თებერვალს უცხოეთის მედიასთან შეხვედრაზე ისაუბრა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე, უკრაინიდან აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა ოჯახის წევრების გაყვანის შესახებ და ის ნაადრევად შეაფასა.
როგორც კულებამ აღნიშნა, კვირების განმავლობაში ლაპარაკობენ გარდაუვალ ომზე და ის ფაქტი, რომ არაფერი მომხდარა, იმის ნიშანია, რომ დიპლომატიურ ძალისხმევას შედეგი მოაქვს.
მან დასავლეთს მოუწოდა, მიაღწიოს შეთანხმებას, უკრაინაში ინტერვენციის შემთხვევაში რა სანქციებს დაუწესებდა რუსეთს და ეს ზომები ახლავე შეატყობინოს კრემლს.