Accentnews.ge
"უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება" – ჯონსონი პუტინს ტელეფონით ესაუბრა

"უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება" – ჯონსონი პუტინს ტელეფონით ესაუბრა

02/02/2022 20:59:53 ევროპა, მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრსა და კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა ჯონსონის კიევში ვიზიტის შემდეგ.

საუბრის შესახებ კრემლი მოკლე ცნობას ავცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „აზრთა საკმაოდ დაწვრილებითი გაცვლა-გამოცვლა“ როგორც უკრაინაზე, ისე უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე რუსეთის მოთხოვნებზე.

რელიზის მიხედვით, პუტინმა ჯონსონთან საუბრისას განაცხადა, რომ ნატო არ არის მზად, „ადეკვატური რეაგირება“ მოახდინოს „რუსეთის წუხილზე“. ასევე მან ილაპარაკა „კიევის მიერ მინსკის შეთანხმებების ქრონიკულ საბოტაჟზე“.

თავს მხრივ ბრიტანეთის პრემიერის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯონსონმა ღრმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის საზღვარზე რუსეთის „მტრული ქცევის“ გამო, მხარდაჭერა გამოუხატა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შეჭრა „ტრაგიკული შეცდომა“ იქნება.

ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს უფლება, ისწრაფოდეს ნატო–ს წევრობისკენ.

ამასთან, როგორც საუბრის შესახებ ცნობაშია ნათქვამი, ორივე ლიდერი დაეთანხმა, რომ ვითარების ესკალაცია არავის ინტერესებში არ არის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S