Accentnews.ge
სტოლტენბერგი: „რუსეთმა ბელარუსში „ცივი ომის“ შემდეგ  ყველაზე მეტ სამხედროს მოუყარა თავი“

სტოლტენბერგი: „რუსეთმა ბელარუსში „ცივი ომის“ შემდეგ ყველაზე მეტ სამხედროს მოუყარა თავი“

03/02/2022 10:43:29 ევროპა

ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა უკანასკნელ დღეებში ბელარუსში 30 ათასამდე მებრძოლი და თანამედროშე შეიარაღება გადაისროლა. ამის შესახებ მან, Reuters–ის ცნობით, 3 თებერვალს ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს ბელარუსში მოსკოვის ყველაზე მასშტაბური სამხედრო განლაგებაა "ცივი ომის" დასრულების შემდეგ.

რუსემა ბელარუსში თავი მოუყარა მათ შორის სპეციალური ოპერაციების ძალებს, სუ-35, „ისკანდერის“ ორმაგი დანიშნულების რაკეტებს და ეს-400 – საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

„ეს ყველაფერი შერწყმული იქნება რუსული ბირთვული ძალების ყოველწლიურ წვრთნებთან“, - დასძინა სტოლტენბერგმა და რუსეთს დეესკალაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ცნობისთვის: რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ 3 თებერვალს ბელარუსში ჩავიდა, სადაც ერთ კვირაში რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო მანევრების, „საკავშირო სიმტკიცე 2022“-ის, დასკვნითი ფაზა აიღებს სტარტს.

ათდღიან ერთობლივ მანევრებში, რომელიც 10 თებერვალს დაიწყება, 13 000 ჯარისკაცი, 300 ტანკი, 500 ჯავშანმანქანა და 3500 საჰაერო მედესანტე მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთ-ბელარუსის ერთობლივ სწავლებას 3 თებერვალს გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელმაც ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა ბელარუსში გადაისროლა სპეცრაზმი, СУ-35-ი ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები და ასევე თანამედროვე ტაქტიკური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 „ტრიუმფი“

მოსკოვმა ერთობლივ მასშტაბურ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობისთვის იანვრის შუა რიცხვებში დაიწყო შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის დანაყოფების გადასროლა.

სამხედრო მანევრების მნიშვნელობას გამოეხმაურა ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკო, რომელმაც ერთობლივი წვრთნის ჩატარების საბაბად დაასახელა ნატოს წევრი სახელმწიფოების – პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების დაახლოებით 30 000 ჯარისკაცისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია ბელარუსის საზღვართან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S