Accentnews.ge
NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები უკრაინას მისივე თხოვნის საპასუხოდ დახმარებას უმზადებენ

NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები უკრაინას მისივე თხოვნის საპასუხოდ დახმარებას უმზადებენ

03/02/2022 12:27:39 ევროპა

„ბუქარესტის ცხრიანის“ წევრებმა ნატო–ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ უკრაინის თხოვნის საპასუხოდ ამზადებენ გადაწყვეტილებას, რომელიც გაზრდის ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს, კიბერუსაფრთხოებას და ეკონომიკურ სტაბილურობას,– ამის შესახებ, უკრაინული მედიის ცნობით, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურმა „ბუქარესტის ცხრიანის“ წარმომადგენლებთან მინისტრ დიმიტრო კულებას საუბრის შემდეგ.

„ბუქარესტის ცხრიანი“ რუმინეთისა და პოლონეთის ინიციატივით შეიქმნა 2015 წელს და მასში, ამ ორი ქვეყნის გარდა შედიან ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი.

როგორც აღინიშნა, შეხვედრაზე უკრაინამ და პარტნიორებმა კოორდინირება მოახდინეს ნაბიჯებსა ყოვლისმომცველი პაკეტის განსახორციელებლად, რომელიც მიმართულია რუსეთის აგრესიის ახალი ტალღის შეკავებისკენ. მათ შორის საუბარია პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ზომებზე.

მედია წერს, რომ აღნიშნული ფორმატის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში უკრაინის პირველი დიპლომატი პირველად მონაწილეობდა.

ღონისძიბას სპეციალური სტუმრის სტატუსით ასევე ესწრებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S