Accentnews.ge
„მესმის, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, პუტინს მოეწონოს“ – რუსი ოპოზიციონერი სამხარაძეს პასუხობს

„მესმის, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, პუტინს მოეწონოს“ – რუსი ოპოზიციონერი სამხარაძეს პასუხობს

03/02/2022 13:25:00 პოლიტიკა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი, რომელსაც ქართულმა მხარემ საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი სამხარაძის განცხადებას ეხმიანება, მას სიცრუეს უწოდებს, აღნიშნავს, რომ პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომ ოკუპაციის შესახებ კანონი არასდროს დაურღვევია. გუდკოვი, კერძოდ, ამბობს:

„ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას სიცრუეს. დიდხანს იფიქრეს, როგორ აეხსნათ, რატომ არ მაქვს უფლება, ხინკალს შევექცე “მშვიდობის ხიდის” ფონზე – და მოიფიქრეს. ვციტირებ ნიკოლოზ სამხარაძეს. არ შემიშვეს, რადგან:

  • 1. მე ვიყავი იმ «სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა».
  • 2. ნავალნიმ 2008 წელს ქართველები შეურაცხყო.

ვპასუხობ:

  • 1. აფხაზეთის დამოუკიდებლობა სახელმწიფო სათათბირომ აღიარა 2008 წელს. მე დეპუტატი 2011 წელს გავხდი და 2008 წლიდან, როცა საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მიიღეს, არც ერთხელ არ ვყოფილვარ არც აფხაზეთში, არც სამხრეთ ოსეთში, პატივს ვცემ რა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ამისა, იმ პარტიის წარმომადგენელ დეპუტატ გავრილოვისგან განსხვავებით, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს, არ ვმჯდარვარ საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში – როგორც გვახსოვს, იმ დეპუტატს საქართველოს ხელისუფლებამ სიხარულით უმასპინძლა.
  • 2. მე მქვია «დიმიტრი გუდკოვი» და არა «ალექსეი ნავალნი».

მესმის, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებისთვის ძლაზე მნიშვნელოვანია, პუტინს მოეწონოს. სააკაშვილის დაპატიმრება არ კმარა, საჭიროა კიდევ რამდენიმე რიტუალური ჟესტი მომავალი არჩევნებისთვის ფინანსური დახმარების მისაღებად. მაგრამ ალბათ, ტყუილის ისე თქმაც უნდა ისწავლონ, რომ ეს სასაცილოდ არ გამოიყურებოდეს. ვეკითხები სამხარაძეს: ლიუბოვ სობოლიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი იყო? იგორ კოჩეტკოვსაც “ნავალნი” ჰქვია? საქართველოში ხომ არც ისინი შეუშვეს. დამთხვევაა? – ალბათ! დასასრულს, საუბარი რომ აფხაზეთთან დაკავშირებულ სიუჟეტზე და ა.შ. ყოფილიყო, ასეც ჩამიწერდნენ უარყოფის ბარათში – ამისთვის კანონის სპეციალური პუნქტი არსებობს. მაგრამ არა. მიმითითეს “სხვა მიზეზებზე”. და აი, როგორც ჩანს, სწორედ ისინი დაავიწყდათ. რა დასანანია. და ბოლოს . მე პატივს ვცემ: – საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; – ქართველ ხალხს; – მის სწრაფვას ევროპაში. მე მძულს: – პუტინის წინაშე ქულების ჩაწერა; – სიცრუე. ორივე ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება თავისუფალი და დემოკრატიული".

მანამდე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა:

„ცოტა გაუგებარია. ნებისმიერი ადამიანის ქვეყანაში შემოშვება-არშემოშვების თემაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სტრუქტურები, შსს და სუს-ი. ეს ყველა ქვეყანაში ასეა. გუდკოვი მანამდე იყო დუმის წევრი, იმ დუმისა, რომელმაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობაც აღიარა. ამიტომ, აქ აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ვხედავ.

აქვე, როდესაც ნავალნის მომხრე ოპოზიციონერის შემოშვება-არშემოშვებაზე არის ხოლმე ლაპარაკი, მინდა, გაგახსენოთ, 2008 წელს ნავალნიმ რა უწოდა ქართველებს და ამის შემდეგ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ საქართველოსადმი მის დამოკიდებულებებზე. მედალს ორი მხარე აქვს და მოვუწოდებდი ყველას, ასევე მედიასაშუალებებს, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა, თავდაპირველად გავითვალისწინოთ საქართველოს ინტერესები და როდესაც რომელიმე პოლიტიკოსზე ვსაუბრობთ, ჩავიხედოთ წარსულში, ვის რა აქვს ნათქვამი საქართველოზე, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე“.

31 იანვარს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად პოლიტიკოსმა დაწერა.

„კიევიდან თბილისში ჩამოვფრინდი. სახელმწიფო დონეზეა მიღებული ჩემი უკან – კიევში დეპორტაციის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ჩემი ვიზიტის შესახებ ყველა გააფრთხილეს, ოფიციალური მოწვევით ჩამოვედი, დაგეგმილი იყო შეხვედრები აქტივისტებთან და დიპლომატებთან. განმარტებები არაა. ყველას ესმის, მაგრამ ... აი, თქვენი რუსული ემიგრაციის ცენტრი“, -აღნიშნავდა პოლიტიკოსი ვიდეომიმართვაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S