Accentnews.ge
საფრანგეთს უკრაინის შესახებ სამმხრივი შეხვედრა პოლონეთთან და გერმანიასთან სურს  - Reuters

საფრანგეთს უკრაინის შესახებ სამმხრივი შეხვედრა პოლონეთთან და გერმანიასთან სურს - Reuters

03/02/2022 16:03:25 ევროპა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა უკრაინის საკითხზე სამმხრივი (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი) შეხვედრის შესაძლბლობის თაობაზე,– იუწყება Reuters.

როგორც გამოცემა წერს, პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან და პოლონეთის პრეზიდენტმა იმსჯელეს სამმხრივი შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ უკრაინის საკითხზე.

ცნობისთვის: 3 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პოლონეთი ბრიტანეთთან და უკრაინასთან ერთად ახალ ალიანსს ქმნის.

რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტ ჯარისკაცს და სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი. აშშ და მისი მოკავშირეები შიშობენ, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას აპირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S